ლევან გოგიჩაიშვილი: პოლიტსაბჭოს განცხადება აცდენილია ქართველი ხალხის სურვილს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადება, მთლიანად აცდენილია ქართველი ხალხის სურვილს. პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა განცხადება თითქოს ის მოსამართლეები, რომლებიც გუშინ ცუდები იყვნენ, დღეს არიან კარგები, რაც ასე არ არის. არ შეიძლება, რომ ასე უცებ შეიცვალოს ადამიანი. ამ საკითხებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას.

რაც შეეხება კითხვას, ვაპირებ თუ არა დავტოვო „ქართული ოცნება“, ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და ბოლომდე მივიყვანოთ და გავაცნოთ კოლეგებს ის პოზიცია, რომელიც გვაქვს აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი, უმრავლესობის წევრი.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.