საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული დეკანოზი დავით დურგლიშვილი სავარაუდოდ გაათავისუფლეს

პოლიციის ავტომანქანა ნიქოზთან. 2019 წლის 5 თებერვალი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სავარაუდოდ უკვე გაათავისუფლა ნიქოზის ტაძრის დეკანოზი დავით დურგლიშვილი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა გორის მერის წარმომადგენელმა ვერხვების დასახლებაში მზია მეტრეველმა. დეკანოზი დავით დურგლიშვილი გორის ამ უბანში მდებარე დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ორმა შეიარაღებულმა წარმომადგენელმა სასულიერო პირი 4 თებერვალს, სოფელ ნიქოზთან დააკავა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დაკავების დროს დეკანოზი დავით დურგლიშვილი მიწას ამუშავებდა.