სასამართლომ დარღვეულად არ ცნო თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფცია

მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) წინააღმდეგ.

მედიკო მარგოშვილმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ს 2018 წელს უჩივლეს შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის. მშობლები და მათი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სუს-მა ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირის შესახებ გაკეთებული განცხადებით დაარღვია მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

თავის მხრივ, მოსამართლე ნათია ტოგონიძემ მიიჩნია, რომ სუს-ის განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.