ევროპის მოედანზე მდებარე შენობას - ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით რამდენიმე კომპანიასთან აქტიურად მიმდინარე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, შესაძლოა შენობის მფლობელი გამოიკვეთოს.
„არის ინტერესი რამდენიმე კომპანიის მხრიდან, ველოდებით შემოთავაზებებს. ჩვენ გავაცანით კონცეფცია, თუ რა უნდა იყოს ე.წ. დოქებში, როგორი პრინციპით უნდა იყოს გამოყენებული სამომავლოდ და ველოდებით წინადადებებს. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული ბიზნეს კომპანია გააკეთებს ამ პროექტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძეს არ დაუკონკრეტებია რა ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს შენობა.
„რიყის დოქების“ ამჟამინდელი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა. ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დასრულდა ამ დრომდე უფუნქციოა.