„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვით რუსეთი არასწორი გზით მიდის

რუსების თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ მათი ქვეყანა არასწორი გზით მიდის. ეს დასკვნა გამომდინარეობს „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა.

უმრავლესობა, რუსების 45 პროცენტი, მხარს არ უჭერს რუსეთის ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს. 42 პროცენტი - მხარდამჭერია. ამგვარად „ლევადა-ცენტრის“ მიერ ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის ისტორიაში პირველად იჩინა თავი იმ მოქალაქეთა რაოდენობის მატებამ, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.

გამოკვლევაში ცალკეა შეფასებული რუსეთის მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის პოპულარობის რეიტინგი. მათ მხარს უჭერს მოქალაქეთა დაახლოებით ერთი მესამედი. დანარჩენები ეწინააღმდეგებიან მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა ორი მესამედი. დანარჩენი რესპოდენტები - უარყოფითად აფასებენ რუსეთის ლიდერს.