ტატოს ბრძოლა და მონსტრის მარცხი

Your browser doesn’t support HTML5

31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის სახით საქართველოს 1 500-მდე მოქალაქისათვის 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. 13 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა ტატო და დედამისი თბილისის აეროპორტში დახვდნენ მოსკოვიდან გამოძევებულ მამას. თბილისის აეროპორტში იმ დღეს სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც მოსკოვიდან დეპორტირებული რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოიყვანა. მათი გამოძევება და მგზავრობა არაადამიანურ მოპყრობასთან იყო გათანაბრებული. ტატო და დედამისი მოსკოვიდან სამი კვირით ადრე გამოაძევეს. ჯამში, 2006 წელს რუსეთი იძულებით დაატოვებინეს საქართელოს 4 000-ზე მეტ მოქალაქეს.