„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კომპანიის თანამშრომლები კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარს ჩახსნიან, მოქალაქე ვალდებულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფისში მივიდეს და ახალი დანადგარის ხელახლა დამონტაჟება მოითხოვოს“.
„უკვე შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი CO ანუ მხუთავი აირი იყო, რომლის წარმოშობის წყარო გახლავთ არასწორად, კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი დანადგარი“, - თქვა მან.
მისივე სიტყვებით, შიდა გაზგაყვანილობის სისტემის მომსახურებაზე, დანადგარებზე პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეებს ეკისრებათ, ვინც ბინაში ცხოვრობს. რაც შეეხება საკანონმდებლო ხარვეზებს, გიგლა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ ის „გარკვეულწილად გამოსასწორებელია“.