მოსახლეობის 72% თვლის, რომ პარლამეტარები იმას გააკეთებენ, რასაც პარტია ეტყვის

მოსახლეობის 72% თვლის, რომ პარლამეტარები იმას გააკეთებენ, რასაც პარტია ეტყვის, 60%-ის თქმით კი საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკოსები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ.

ასეთი შედეგი აჩვენა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) 30 იანვარს გამოქვეყნებულმა კვლევამ „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების შეხედულებებს, 57% კი ფიქრობს, რომ თუკი პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნა მოუნდება, ამას ადვილად ვერ შეძლებს.