მოსახლეობის 71%-ის აზრით, პარლამენტში პოლიტიკური კინკლაობით არიან დაკავებულები

მოსახლეობის 63% თვლის, რომ პარლამენტმა ვერ შეძლო მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიება, 71% კი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მეტწილად პოლიტიკური კინკლაობით არიან დაკავებულები. ასეთი შედეგი აჩვენა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტის (NDI) 30 იანვარს გამოქვეყნებულმა კვლევამ „საზოგადოების განწყობა საქართველოში“.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის, რომ პარლამენტის წევრები არ ითვალისწინებენ მათნაირი ადამიანების შეხედულებებს, 57% კი ფიქრობს, რომ თუკი პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნა მოუნდება, ამას ადვილად ვერ შეძლებს.