საქართველოს მოსახლეობის 30% თვლის, რომ კორუფცია ძალიან გავრცელებულია

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) დღეს გამოაქვეყნა კვლევის, „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ პოლიტიკური ნაწილი. NDI-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 30% თვლის, რომ ქვეყანაში კორუფცია ძალიან გავრცელებულია. გამოკითხულთა 40%-ის აზრით, სამინისტროებში კორუფცია მეტ-ნაკლებად არის გავრცელებული, ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფციის არსებობის სჯერა 39%-ს, 35 % თვლის, რომ სასამართლოც კორუმპირებულია.

გამოკითხულთა 30%-ზე მეტი ამბობს, რომ კორუფცია მეტ-ნაკლებად გავრცელებულია პროკურატურაში, პარლამენტში, პოლიციასა და საკარო დაწესებულებებში (სახელმწიფო საავადმყოფოები, საჯარო სკოლები, სახელმწიფო უნივერიტეტები, საჯარო მომსახურების სააგენტოები).

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობისთვის კორუფციის ყველაზე გავრცელებული გამოხატულება ნეპოტიზმია.