დემნა გვასალიამ "კმარას" მაისურები გამოუშვა

დემნა გვასალიას ბრენდის, "Vetements" -ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში მოხვდა შავი ზედა წარწერით "კმარა," რომელსაც ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა "კმარას" ლოგო, შეკრული მუშტი აქვს ზურგზე გამოსახული, წინა მხარეს კი, გულთან, თეთრი ბორჯღალი.

მაისურის შეძენა ონლაინ უკვე შესაძლებელია და მისი ღირებულება 491.67 ევროს შეადგენს.