ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელის ეროვნულ კრებას და არჩევნების ჩატარებას მოითხოვს

ევროკავშირმა გაავრცელა განცხადება ვენესუელის შესახებ. ევროკავშირი მასში მკაცრად გმობს ვენესუელის მთავრობის მიერ გასულ დღეებში გამოყენებულ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რასაც მსხვერპლი და დაპატიმრება მოჰყვა. ევროკავშირი დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

ევროკავშირი თვლის, რომ შარშან ვენესუელაში მაისში გამართული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ქვეყანა დაუყოვნებლივ საჭიროებს მთავრობას, რომელიც ვენესუელის ხალხის ნებას გამოხატავს. ევროკავშირი, 26 იანვარს გავრცელებულ განცხადების თანახმად, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვენესუელის ეროვნულ კრებას და მოითხოვს ჩატარდეს თავისუფალი, გამჭვირვალე და სანდო საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების და ვენესუელის კონსტიტუციის დაცვით.

ახალი არჩევნების გამოუცხადებლობის შემთხევაში, ევროკავშირი, ამ ქვეყნის კონსტიტუციის 233 მუხლის თანახმად, აღიარებს ვენესუელის ხელმძღვანელობას. ევროკავშირი ვენესუელელ ხალხთანაა ამ რთულ დროს და ყურადღებით აკვირდება ვითარებას, რაც გაგრძელდება ხუთშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.