ეკა ბესელიას სურს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სიის მიღება

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესიალი აცხადებს, რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, - ამის შესახებ პარლამენტარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ ამის შემდეგ სწორედ პარლამენტი გადაწყვეტს, თუ ვის დაუჭერს მხარს.

ამასთან, ბესელია „პრინციპულად“ მიიჩნევს, სიიდან იმ მოსამართლეების "გაფილტვრას", რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ.

„სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.