იუველიას ბერლინი
Your browser doesn’t support HTML5
შტეფან შტრიკერი ბერლინელი მხატვარი და "ტრავესტი" არტისტია. 24 წლის
იყო, როცა საპირისპირო სქესის ტანსაცმელი და პარიკი პირველად მოირგო და
სასცენო ფიგურა, იუველია, შექმნა. მას შემდეგ ეს ფერადი და მხიარული ქალი
მისი ცხოვრებისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. შტეფანი, როგორც თავად
ამბობს, მშვიდი მხატვარია, იუველია კი ყოველ პარასკევს საკუთარ გალერეაში იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და ძველ ბერლინზე უმღერის - ბერლინზე, რომელიც ჯერ კიდევ ცარიელი და ნაცრისფერი იყო. როგორია იუველიას ბერლინი ახლა და შესაძლებელია თუ არა ცხოვრება საზოგადოების ნორმებსა და გენდერულ როლებს მიღმა?