კახა კალაძე: პირადად მე მადანაშაულებენ მომხდარ ტრაგედიაში

„სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობისა თუ პოლიტიკური მოტივით, ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე. კალა კალაძემ იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიის მისამართით ისმის: „მათ აქვთ მცდელობა დისკრედიტაცია მიაყენოს მერიას და პირადად მე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არ მივცემთ უფლებას მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე. მაგალითად, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეთერში, გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მომხდარი ტრაგედია შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხს დაუკავშირეს. ამ შენობებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი სრულიად გაუგებრად მიაბეს კორუფციულ სქემას. მინდა რამდენიმე თემას გავუსვა ხაზი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოება, არავითარ კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან“, - აცხადებს თბილისის მერი.

16 იანვარს, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.