ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

ნიკოლ ფაშინიანი, პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენილი პოლიტიკური ბლოკის ლიდერი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. შესაბამის დეკრეტს 14 იანვარს ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა. ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა ოქტომბერში, თანამდებობიდან მისი გადადგომის შემდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

9 დეკემბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ მოიპოვა ხმების 70,42%, რითაც 135-ადგილიან პარლამენტში მმართველ პარტიას აქვს 88 მანდატი, საკმარისი იმისათვის, რომ განახორციელოს მნიშვენლოვანი პოლიტიკური ცვლიელებები.