აშშ ულოცავს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას

"6 იანვარს, უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება, წარმოადგენს ისტორიულ მიღწევას, მაშინ როდესაც უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ ისწრაფვის" - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს გაავრცელა. სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას სუვერენული და დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ.