სტამბოლში შეიკრიბა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდი, რომელზეც სინოდის წევრებმა ხელი მოაწერეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს. დოკუმენტი ამჟამად სრულიად გაფორმებულია. როგორც იტყობინებიან, ტომოსი რამდენიმე დღეში დაბრუნდება უკრაინაში.
ტომოსი თურქეთში ჩაიტანეს მას შემდეგ, რაც შობა დღეს ის კიევის სოფიის ტაძარში იყო გამოფენილი საზეიმო წირვისას. 5 იანვარს სტამბოლში დოკუმენტს ხელი მოაწერა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ. ერთი დღის შემდეგ კი იქვე, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით, გაიმართა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანესთვის ტომოსის გადაცემის საზეიმო ცერემონია.
15 დეკემბერს კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არის მიკუთვნებული. ახალი ეკლესიის მიტროპოლიტი გახდა 39 წლის ეპისკოპოსი ეპიფანე.