გორის კლინიკა „გორმედში“ სავარაუდოდ, H1N1 ვირუსის გართულებით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. ახალგაზრდა ქალმა საავადმყოფოს გასულ პარასკევს მიმართა, თუმცა, მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის კიბოს გამო რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და მისი იმუნიტეტი დაქვეითებული იყო. კლინიკის დირექტორის დავით ყაზაიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში H1N1 ტიპის ვირუსი ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა.
3 იანვარს, გორის საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გართულებით ქალი გარდაიცვალა. ამჟამად კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია გრიპით დაავადებული ორი პაციენტი, რომელთაგან ერთს C ჰეპატიტი აქვს, მეორეს კი გულის პრობლემები.