H1N1 ვირუსმა კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

ფოთში გარდაიცვალა 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, 3 იანვარს პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობის გაუარესება თანმხლებმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 6 იანვარს გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში ე.წ.ღორის გრიპით, H1N1 ვირუსით, 9 ადამიანია გარდაცვლილი.