ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა

ძლიერმა ქარმა ბათუმში შენობებს სახურავები გადახადა.

ბათუმში ძლიერმა ქარმა ორი ადამიანი დააშავა, დაზიანდა ორი ავტომობილი.

ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის N39-ში მდებარე რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. ჩამოშლილი სახურავის ნაწილი მოპირდაპირე მხარეს მდგომ სახლს დაეცა, დაშავდა ორი ადამიანი.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს აღენიშნებათ ტრავმები თავისა და კიდურების არეში; მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერმა ქარმა ბათუმში სახურავი გადახადა რამდენიმე შენობას, ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინები და ფანჯრის მინები.