საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი არ ეთანხმება იმ ფორმას, რომლითაც გედევან ფოფხაძეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უფლებამოსილება შეუჩერდა. „ამ გადაწყვეტილებამ არ დატოვა ჩემში ის შთაბეჭდილება, თითქოს ეს იყო შესაძლო პროცედურული დარღვევების გამო მიღებული გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება გედევან ფოფხაძის მიმართ. გარკვეული თვალსაზრისით დასჯა გამოვიდა ფოფხაძის. ვერ გავიზიარებ ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც ცხადი პოზიცია აქვს მოსამართლეთა სიის მიმართ.გედევან ფოფხაძე იყო ის ადამიანი, რომელიც გამოხატავდა თავის პოზიციას,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.იგი იმედოვნებს, რომ ადამიანი, რომელსაც იურიდიული კომიტეტი აირჩევს, ამ სულისკვეთების გამზიარებელი იქნება,წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეფასებით,კომიტეტი არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.