ეს განცხადება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში სინოდის სხდომის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, 27 დეკემბერს სინოდის სხდომაზე, მაშინ როდესაც სურდა ესაუბრა ციანიდის საქმის გამო პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე. ჯერ ამის უფლება არ მისცეს, იმის გამო, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი უნდა განხილულიყო, მისი დასრულების შემდგ კი, როდესაც კვლავ ითხოვა მიკროფონი, მეუფე პეტრეს თქმით, პატრიარქი მიბრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ და სინოდის სხდომის დასასრულის ლოცვის აღვლენას ნიშნავდა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქის ამ ქცევით, მისთვის საბოლოოდ „დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ“