უკრაინის ავტოკეფალიაზე საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის დადგენილებას დაელოდება

საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას-ამ შედეგით დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერა ერთ-ერთ საკითხად განიხილა.

„ეხლა თავი შევიკავეთ. იანვარში იქნება მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნებული და მოვახდენთ რეაგირებას. საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს.“-განაცხადა მიტროპოლიტმა ზოსიმემ სხდომის დასრულების შემდეგ.

უკრაინის ეკლესიის ტომოსის-ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის გამოცემა კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ, წინასწარი ინფორმაციით, მომავალი წლის 6 იანვარსაა დაგეგმილი.