ქუთაისის ბიუჯეტი 2019 წელს 54 960 000 ლარი იქნება

ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი. 54 960 000 ლარიან ბიუჯეტში პრიორიტეტული კვლავ ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულება იქნება.

4 800 000 ლარი სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება, 4 000 000 - ადმინისტრაციული ხარჯების თანხებია. 3 900 000 - სპორტის სფეროს მოხმარდება, 4 000 000 ლარი - კულტურას. 400 000 ახალგაზრდული მიმართულებას, ხოლო 10 850 000 ბაგა-ბაღების გაერთიანებას.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გოგისვანიძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ბიუჯეტში მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებია გაზრდილი და ის ვერ პასუხობს მოქალაქეების მოთხოვნებს.

2019 წლის ბიუჯეტი მიუღებელია „ერთიანი ნაციონალურიმ მოძრაობისთვისაც“ როგორც მოძრაობის წევრმა, გიგა შუშანიამ განაცხადა, „ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი არ არის განვითარებაზე ორიენტირებული. მომავალ წელსაც იმავე პრობლემებზე მოგვიწევს საუბარი“.