280-ს გადააჭარბა ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

281-მდე გაიზარდა ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მანამდე დადასტურებული იყო 222 ადამიანის სიკვდილი. დამანგრეველი ცუნამი 22 დეკემბერს, ღამით დაატყდა თავს კუნძულებს იავას და სუმატრას. ინდონეზიის ხელისუფალთა ინფორმაციით, დაკარგულად ითვლება 57 ადამიანი. სტიქიური უბედურების შედეგად უსახლკაროდ დარჩა დაახლოებით 11 700 ადამიანი. ინდონეზიის მეტეოროლოგიის და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, ცუნამი სავარაუდოდ, გამოიწვია ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა წყალქვეშა მეწყერმა. ინდონეზიის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვეს ევროკავშირმა და გაერომ.