დონაძეს, ფირცხალავას, მიქაძეს და იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ:

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლითა და 3 თვით ვადით მიესაჯა პატიმრობა. თანამდებობის დაკავება მას 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა.თანამდებობის დაკავება მას 2 წლითა და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თანამდებობის დაკავებას იგი 2 წლით და 3 თვის ვადით ვერ შეძლებს.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით შეეფარდა. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო აეკრძალა მას თანამდებობის დაკავება.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. თანადებობის დაკავების უფლება მას 2 წლით ჩამოერთვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები:გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.