ქუთაისში გაიმართა აქცია „არა სალომეს“
Your browser doesn’t support HTML5
„არა სალომეს“, „სალომე ზურაბიშვილი არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი“ - ამ მოწოდებებით ქუთაისში, მერიის შენობის წინ აქცია გაიმართა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებით, ისინი არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა მერიასთან ხახვი და კარტოფილი მიიტანეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს.