ინაუგურაციის დროს თელავში უნალექო ამინდი იქნება

თელავი

თელავში 16 დეკემბერს, დილის საათებში მოსალოდნელია ღრუბელი და ნისლი, თუმცა უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა 7-8 გრადუსამდე გათბება. - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით.

„19 დეკემბერის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს დაბლობში დათბება და ღამით 3-8 გრადუსი სითბო იქნება, დღისით 15 გრადუსი. მთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -4; +1, დღისით 5-10 გრადუსი სითბო. მაღალმთიან რაიონებში ღამე მოსალოდნელია -7;-2 გრადუსი, დღისით კი 0-5 გრადუსი სითბო. 17-19 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა 0-5 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით 4-9 გრადუსი სითბო იქნება“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.