რუსი ჯაშუშის, ბუტინას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს კრემლი უსაფუძვლოდ თვლის

ბუუტინას განცხადება დანაშაულის აღიარების შესახებ

კრემლი თვლის, რომ მარია ბუტინას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები, რომ ის აშშ-ში რუსეთის მთავრობის ჯაშუშად მოქმედებდა, „უსაფუძვლოა“. ამის თაობაზე რეპორტიორებს განუცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა14 დეკემბერს. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „მას აქვს საფუძველი დაიჯეროს“, რომ რუსეთის მოქალაქე ისეთ პირობებში ამყოფეს, რომ გატეხეს მისი ნება და ყალბ აღიარებამდე მიიყვანეს. „როგორც მესმის, მორიგება დანაშაულის აღიარების შესახებ, როგორც ეს აშშ-შია გავრცელებული, ნაწილია მორიგებისა განთავისუფლების და შინ მალე დაბრუნების შესახებ“, აცხადებს ლავროვი რუსეთის მედიის თანახმად. ბუტინამ 13 დეკემბერს აღიარა დანაშაული აშშ-ის სასამართლოში ერთი ბრალდების, შეთქმულების შესახებ, რაც ფედერალურ პროკურატურასთან შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. პროკურატურის თანახმად, ბუტინა მუშაობდა მაღალი რანგის რუს ოფიციალურ პირთან რათა განევითარებინა ურთიერთობა აშშ-ის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, სხვათა შორის იარაღის ფლობის უფლების მომხრე ჯგუფებთან და კონსერვატორ აქტივისტებთან, როგორც რუსეთის ჯაშუში. ბუტინა ციხეში დარჩება განაჩენის გამოცხადებამდე, თებერვლის თვემდე, ან კიდევ უფრო დიდხანს. მისი დაპატიმრების შემდეგ, ლავროვმა არაერთხელ დაიჩივლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, აღნიშნავენ პროკურორები.