ზაზა პაპუაშვილი: გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ

"სიმართლე გითხრაათ, 54 წლის კაცი დავიბენი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბოლოს და ბოლოს რა გინდა, სადამდე მიდიხართ ამ პროვოკაციაზე, რა უნდა მოაღწიოთ. 2 საათია ვუსმენ კაცს, რომელიც ყეფდა, რეებს არ იძახოდა, რა პირიდან არ ამოდიოდა, რეებს აღარ იძახდა და პასუხიც აღარ უნდა გავცეთ. რა გინდათ ახლა, გამოგიყვანოთ და გაგანგრიოთ და მოგკლათ, თუ რა გაგიკეთოთ? " - თქვა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა 12 დეკემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე, სადაც ირმა ინაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

"რაც არ უნდა კრიტიკული უნდა იყოს, უნდა თქვათ, როგორ არა, მაგრამ ვიღაცას აქვს ამის კულტურა, ვიღაცას არა. გიყურებთ ხალხი, 800-ჯერ გაგაგდეს პოლიტიკიდან, აღარ ხართ უკვე დედამიწის ზურგზე, აღარ სუნთქავთ, პასუხი როგორ გაქცეთ. საჩხუბარი მოედანიც კი არ არის, რომ კაცმა იჩხუბოს" - ამბობდა ზაზა პაპუაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერების მისამართით.