ანგელა მერკელმა პუტინს სთხოვა შეპყრობილი უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც ბუენოს-აირესში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, პირად საუბარში სთხოვა ვლადიმირ პუტინს შეპყრობილი უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ანგელა მერკელს პასუხად აცნობა, რომ უკრაინელი მეზღვაურების ბედს სასამართლო გადაწყვეტს. პესკოვის თანხმად, პუტინმა მერკელს მიაწოდა სრული ინფორმაცია ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შესახებ. საუბარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ასევე შეეხებოდა სირიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს. არგენტინაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის მსვლელობისას, პესკოვის სიტყვებით, პუტინი მცირე ხნით გამოელაპარკრა აშშ-ის პრეზდენტს, თუმცა კრემლი არაფერს იუწყება ამ საუბრის დეტალების თაობაზე.

64