მიხეილ სააკაშვილი: კვირას ყველანი შევგროვდებით, ყველანი დავდგებით ფეხზე

„კვირას ყველანი შევგროვდებით, ყველანი დავდგებით ფეხზე“, - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2 დეკემბერს, კვირას, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დააანონსა, სადაც მისი თქმით, საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს. ამის შესახებ მან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებულ ხალხს სკაიპ-ჩართვით მოუწოდა.