ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გაუგზავნა. „მსურს საფრანგეთისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს მეთაურის პოსტზე არჩევა, რომელსაც ადგილი ჰქონდა იმ საარჩევნო პროცესის შედეგად, რომელმაც ქართველი ხალხის დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება აჩვენა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებას თქვენი მანდატის შესრულებისას“, - ნათქვამია ემანუელ მაკრონის მისალოცში, რომლის შინაარსსაც ახალი ამბების სააგენტო „ინტრპრესნიუსი“ ავრცელებს.

წერილში გამოთქმულია იმედი, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულიკავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება. „გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მტკიცედ განწყობილია განაგრძოს მოქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვიმედოვნებ შეგხვდებით ჩვენი მომავალი კავშირების გასაძლიერებლად. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი პატივისცემა, ქალბატონო პრეზიდენტო“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის წერილში.