ქუთაისში, 39-ე საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი, ლელია სილაგაძე ირწმუნება, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიღებული არ ჰქონდა, თუმცა მისი გარფის გასწვრივ ხელმოწერა იყო დაფიქსირებული.
"ჯერ მითხრეს რომ პირადობა ყალბი არისო, კარგად რომ დააკვირდნენ, მიხვდნენ რომ შეცდნენ. მერე ჩემს გრაფაში ხელმოწერილი იყო, გამოდის რომ ჩემს ნაცვლად ხმა სხვამ მისცა. მაგრამ მე გავჯიუტდი და ჩარევით, როგორც იქნა, ხმა მიმაცემინეს", - ამბობს ლეილა სილაგაძე.
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯომარე, ნინო გაბუნია ადასტურებს, რომ ამომრჩევლ ლეილა სილაგაძის გასწვრივ სამაგიდო სიაში ხელმოწერა მართლაც იყო დაფიქსირებული.“ კი, ნამდვილად იყო ხელმოწერა, მაგრამ რა მოხდა, ვერ გეტყვით. რაც შეეხება, მისი პასპორტის სიყალბეს, ასე არ ყოფილა“-ამბობს, საუბნო კომისიის თავმჯდომარე.