საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს, სატელეფონო ნომრიდან „48“, ამომრჩეველს ტელეფონზე მისდის ხმოვანი შეტყობინება, სადაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ აღნიშნული ქმედება საარჩევნო კანონის დარღვევა არ არის.