რუსეთმა ქიმიური იარაღის გამოყენების ცნობის გავრცელების შემდეგ ექსპერტები გააგზავნა ალეპოში

რუსეთმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის სამხედრო ექსპერტები გააგზავნა სირიაში, ალეპოში, სადაც გავრცელებული ცნობით, მეამბოხეებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს,რის შედეგად, ათეულობით პირს აქვს სუნთქვის და მხედველობის პრობლემა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ნოემბერს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური ომისგან დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომხდარის ადგილზე ჩავიდნენ მას მერე, რაც სირიის ტელევიზიამ აჩვენა კადრები, სადაც ჩანდნენ ადამიანები, რომლებსაც ქიმიური თავდასხმის შედეგად დაშავებულების სიმპტომები ჰქონდათ. „ვმუშაობთ დაშავებულებთან საავადმყოფოში და ვსწავლობთ არეალს, სადაც მეამბოხეებმა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს", - თქვა მან. ამავე ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვათა შორის, ალეპოში საცხოვრებელ არეალში გამოყენებული იარაღი შეიცავდა ქლორინს, დასძინა კონაშენკოვმა. ასოშიეიტედ პრესმა მოიყვანა ლონდონში დაფუძნებული სირიის სამეთვალყურეო ჯგუფის წარმომადგენლის სიტყვები, რომ ალეპოს თავზე 24 ნოემბრის თავდასხმის შემდეგ გაზის სუნი იდგა. მეამბოხეთა ლიდერები უარყოფენ ბრალდებას, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.