სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეებმა ერევანში მსვლელობა გამართეს. სომხეთში 9 დეკემბერს იმართება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ფაშინიანმა შეკრებილებს მიმართა და თქვა 24 ნოემბერს, რომ მისმა მოძრაობამ „ჩემმა ნაბიჯმა“, თავისი ვალდებულება შეასრულა და „სომხეთში ხელისუფლება დღეს ხალხს დაუბრუნდა“. ფაშინიანის სურვილი იყო გადადგომის შემდეგ გამართულიყო ვადამდელი არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 26 ნოემბერს იწყება. მიმომხილველები ფაშინიანის გაერთიანებას უწინასწარმეტყველებენ არჩენებში გამარჯვებას. ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდა წელს, აპრილ-მაისის გამოსვლების შემდეგ. ახლა ოპოზიცია, რესპუბლიკური პარტია, რომლის ლიდერი სერჟ სარქისიანია, ფაშიანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი უარყოფს ბრალდებას.