ლევან ბეჟაშვილი: ნოდარ ბურდილაძეზე თავდასხმა პოლიტიკური ხასიათისაა

ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით ნოდარ ბურდილაძეზე თავდასხმაში მონაწილეები „ქართულ ოცნებასთან“ არიან აფილირებული, ამიტომ თავდასხმას, მოტივის მიუხედავად, პოლიტიკური ხასიათი აქვს. „პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ჩადენილი, უკვე პოლიტიკური ხასიათის არის,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა 24 ნოემბერს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე. გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე 22 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, დაცვის პოლიციის თანამშრომელს კი, რომელიც დაპირისპირების ფაქტს შეესწრო, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა.