ტაჯიკეთში სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს მთავარ ეჭვმიტანილს ივლისში ოთხი უცხოელი ველოსიპედისტის მკვლელობაში. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ინფორმაციით, ჰუსეინ აბდუსამადოვი დამნაშავედ ცნეს „უკიდურესი ძალადობით ჩადენილ მკვლელობაში“ და კიდევ რვა მუხლით წარდგენილი ბრალდების საფუძველზე.
21 ნოემბერს პატიმრობა შეუფარდეს სულ 15 ადამიანს, მათგან 12 დამნაშავედ სცნეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში და შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა 12-დან 18 თვემდე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულთაგან ერთადერთი ქალი, ბაჰრინიზო ჰაიდაროვა მოგვიანებით მოიხნის სასჯელს, რადგან მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
29 ივლისს ტაჯიკეთის მთიან რეგიონში მოწყობილი თავდასხმისას ცივი იარაღით მოკლეს ორი ამერიკელი, ერთი ჰოლანდიელი და ერთი შვეიცარელი. თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა ორი უცხოელი ველოსიპედისტი.