აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ უკრაინას "არ ჰყავს აშშ-ზე დიდი მეგობარი" მის ბრძოლაში "რუსეთის აგრესიის" წინააღმდეგ. პომპეო ამ განცხადებით გამოვიდა 16 ნოემბერს, ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან შეხვედრის შემდეგ. პომპეოს თქმით, "აშშ არასოდეს შეურიგდება რუსეთის მცდელობას მოახდინოს ყირიმის ანექსირება" და ვაშინგტონი გამოიწვევს შედეგებს მანამ, სანამ "რუსეთი შავი ზღვის ნახევარკუნძულს უკრაინას დაუბრუნებს". რუსეთმა ყირიმის ანექსირება 2014 წლის მარტში მოახდინა, ერთი თვით ადრე მანამ, სანამ ის დაიწყებდა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებას კონფლიქტში, რომელსაც 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პომპეოსა და კლიმკინის შეხვედრა გაიმართა უკრაინასა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადების მეათე წლისთავზე. პომპეოს თქმით, მან და კლიმკინმა მოლაპარაკებისას პროგრესს მიაღწიეს რამდენიმე სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების და რუსეთის აგრესიის მოგერიების საკითხებში, ისევე, როგორც კანონის უზენაესობის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე.