“ქართულ ოცნებას“ საპრზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი უნდა წარედგინა და სალომე ზურაბიშვილი არ უნდა ყოფილიყო მისი მხარდაჭერილი კანდიდატი-უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“საქართველოს პარლამენტისუმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რევაზ არველაძემ.
„როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა“, -აღნიშნა რევაზ არველაძემ