ყველა, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღეზე - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო ბანერებზე „ქართული ოცნების“ ლიდერების, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და მამუკა ბახტაძის გამოჩენის საკითხის კომენტირებისას.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი საკონსტიტუციო უფლებებით მხარდაჭერილია მმართველი გუნდის მიერ და ყველა ადამიანი, ვინც ბილბორდზე ჩანს, თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს საქართველოს ხვალინდელ დღესა და მომავალზე პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთად. ეს არის ამ ბილბორდების მთავარი მესიჯი, რომელსაც საზოგადოება ბილბორდებიდან იღებს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.