ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს, ცესკოს თავმჯომარე თამარ ჟვანია „ქართული ოცნების“ თავმჯომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
„აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას ანა მიქელაძემ.
ინფორმაცია, თამარ ჟვანიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „2020 ნიუსმა“ გაავრცელა, თავის წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, შეხვედრა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს უკავშირდება.
„როგორც "2020NEWS" სანდრო წყარომ განუცხადა, ცესკოს თავმჯდომარის ,,ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრა დილით 9:00 საათზე იყო დაგეგმილი თუმცა იგი მოულოდნელად, 12:00 საათვისათვის გადაიდო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სოლოლაკში შეხვედრას ჟვანიას გარდა, კიდევ 3 პირი ესწრება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ იმყოფება ივანიშვილთან შეხვედრაზე თამარ ჟვანიასთან ერთად“ ,- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.