ზაზა სარალიძე აქციიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "კარვებით დავიცავთ თავისუფლებას", რომელიც სამოქალაქო სექტორის მიერ დაიგეგმა მოკლული მოზარდების მამების, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის და დაძაბულობის შემდეგ. მას სამედიცინო დახმარება ჯერ ადგილზევე გაუწიეს, რამდენიმე წუთში კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქციაზე შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედაც, რომელიც ასევე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში.