ზაზა სარალიძის დედა აქციიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაჰყავთ

აქციაზე "კარვებით დავიცავთ თავისუფლებას", რომელიც პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით მიმდინარეობს და ზაზა სარალიძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ისახავს მიზნად, შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა. მარინა ბეგაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების მანქანით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

"შვილი მომიკლეს, დედას მიკლავენ" - ისმის პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის ეს სიტყვები.