რუსთაველის გამზირზე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ მხარდაჭერა გამოეხატათ სარალიძისა და მაჩალიკაშვილისთვის, იმის დასადასტურებლად, რომ მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, დროებით გაშალონ კარვები. მას მერე, რაც მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია, რამდენიმე ადამიანი - მათ შორის ზაზა სარალიძე - ცუდად გახდა. ზაზა სარალიძემ მედიის საშუალებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს: „მოვიდეს და აქ ჩვენთან ერთად კანონით და კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს“. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად კარვების გაშლა დაიწყეს.