EUMM: „ბორდერიზაცია ზეგავლენას ახდენს სტაბილურობასა და ადამიანის უფლებებზე"

„ბორდერიზაციასთან დაკავშირებული მოქმედებები ზეგავლენას ახდენს სტაბილურობასა და ადამიანის უფლებებზე ამ არეალში. სამწუხაროდ, ასეთი ინფრასტრუქტურა ქმნის დამატებით ბარიერებს გადაადგილების თავისუფლებისთვის და პოტენციურად - ადმინისტრაციული-გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიურობაზე“, - აცხადებს „ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში“ (EUMM) 9 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

EUMM-ი ადასტურებს ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესს: „“ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში“ ადასტურებს, რომ ბორდერიზაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოქმედებები მიმდინარეობს ატოცის (ბალთის) არეალში 2018 წლის ნოემბრის დასაწყისიდან. EUMM-ის მეთვალყურეებმა მთლიანობაში იხილეს თითქმის 400-მეტრიანი ახალი შეღობვითი სამუშაოები, რომელის მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“.

მისიის ცნობით, „ცხელი ხაზის“ გამოყენებით ამ დღეებში მიმდინარეობდა ინტენსიური კომუნიკაცია შესაბამის უსაფრთხოების უწყებებთან „რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც გაზრდიდა დაძაბულობას“.

„ვითარება ატოცში ხაზს უსვამს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში შეხვედრების განახლების მნიშვნელობას, სადაც შესაძლებელია განხილული იყოს მსგავსი საკითხები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სტაბილურობაზე“, - EUMM-ი შეხვედრების სწრაფად განახლებისკენ მოწოდებით გამოდის