ყირგიზეთში დააპატიმრეს ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 9 პირი

ყირგიზეთის სამართალდამცველებმა დააპატიმრეს 9 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში. ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ცნობაში ნათქვამია, რომ 5 დაპატიმრებული უცხოელია, 4 - ყირგიზეთის მოქალაქე. 2 ნოემბრის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეჭვმიტანილები 2017 წლიდან აწარმოებდნენ მოხალისეების რეკრუტირებას სირიასა და ავღანეთში მოქმედი „ტერორისტული ორგანიზაციებისათვის“ და გეგმავდნენ ტერაქტების მოწყობას ყირგიზეთში.