სალომე ზურაბიშვილი: კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი

„რუსთავი2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა - მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? არა! მე მგონი, არ მიცნობენ. კახელიც ვარ და მეგრელიც, ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ, მზად ვარ (მზად ვართ, ხო?) მეორე ტურისთვის! მზად ვართ ბრძოლისთვის! იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ! მჯერა თქვენი არჩევანის! მჯერა თქვენი სიბრძნის! მჯერა იმისი, რომ თქვენ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის. მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორი კანდიდატის შორის, თუ ორი პარტიის შორის. დღეს არის არჩევანი ორი საქართველოს შორის!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.